„ჩემი სკოლის რეკლამა“- ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი
24-02-2025

ქუთაისის N36 სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული გამოცდილება მიიღეს პროექტ-გაკვეთილზე, რომელიც მიეძღვნა თემას – „ჩემი სკოლის რეკლამა“.

გაკვეთილები ჩაატარეს დაწყებითი კლასის პედაგოგმა, თამარ გაბრიაძემ და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა ნატალია თურქაძემ და მიზნად ისახავდა მოსწავლეების კვლევითი, შემოქმედებითი და ციფრული უნარების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა აქტიურად მოიძიეს ინფორმაცია სკოლის შესახებ, გააანალიზეს მისი ისტორია, სასწავლო გარემო და მიღწევები. ამ ინფორმაციის საფუძველზე შექმნეს ორიგინალური პრეზენტაციები მატერიალურ ფორმატში, რომლებიც შემდგომ გააციფრულეს და დაამუშავეს ვორდის დოკუმენტებში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს პროექტი არა მარტო მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა, არამედ მათ გუნდური მუშაობის, კრეატიულობისა და ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესებაშიც შეუწყო ხელი.

გაკვეთილის დასასრულს, თითოეულმა ჯგუფმა თავისი ნამუშევარი წარმოადგინა, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს სკოლისადმი სიყვარული და ერთგულება.

„ასეთი ინოვაციური გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესსა და თვითგამოხატვის უნარს, რაც სასკოლო ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203