„გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას!“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა მოწოდება და მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი
24-02-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

ახლახან, მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. IIIგ კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი: მ.ყვავაძე) ვიდეორგოლი ჩაწერეს და საზოგადოებას ენის სიწმინდის მნიშვნელობაბა შეახსენეს, რომ აუცილებელია დავიცვათ ჩვენი ენა უცხო ლექსიკიდან შემოსული სიტყვებისაგან და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია - „გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას!“- მოგვიწოდებენ მოსწავლეები. 

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203