„ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერი არაფერია!“ - ქუთაისის N7 სკოლის მე-6 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
25-02-2025

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. წარმატებით მიმდინარეობს პროექტებით სწავლება. 

ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით შეასრულეს საგაკვეთილო პროექტი ბუნებისმეტყველებაში - „ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერი არაფერია!“, რომელსაც მასწავლებელი თამარ ცინცაძე ხელმძღვანელობდა. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მის მნიშვნელობაზე დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები და ერთხმად აღნიშნეს, რომ „ჯანმრთელობა, ეს ჩვენი ყველაზე დიდი გაკვეთილია ცხოვრებაში, გავუფრთხილდეთ მას!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203