ქუთაისის N7 სკოლის პედაგოგები ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
24-02-2025

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ევროპული საზოგადოება eTwinning-ის ქსელს შეუერთდა. 

სკოლას სტუმრობდა eTwinning ელჩი საქართველოში, ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან კარკაძე და მისი მოადგილე ჯულიეტა საღარეიშვილი, რომელიც მას ტექნიკურ ნაწილში ეხმარებოდა.

ისინი შეხვდნენ სკოლის პედაგოგებს, მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია eTwinning-ის შესახებ.

სტუმრები დაეხმარნენ მასწავლებლებს საკუთარი ანგარიშის შექმნასა და პლატფორმაზე მუშაობაში. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

„ჩვენი სკოლა მიესალმება ურთიერთთანამშრომლობას მეგობარ სკოლებს შორის  და ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს გამორჩეულ, კრეატიულ სტუმრებს“,- აღნიშნავენ ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში და მადობას უხდიან ქუთაისის N24 სკოლის წარმომადგენლებს საინტერესო სამუშაო შეხვედრისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203