
ქუთაისის N7 სკოლის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელთან ერთად დავით აღმაშენებლის ღვაწლი გაიხსენეს და მეფეთ-მეფის ხსოვნას პატივი მიაგაეს.
ისტორიის მასწავლებელმა - ნუნუ ფულარიანმა, მოსწავლეებთან ერთად, სიმბოლურად, საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში, ჩაატარა საინტერესო ღონისძიება, ლექცია-გაკვეთილი სახელწოდებით - „დიდი დავითის ნათელი“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა დიდი ცოდნა გამოავლინეს, კარგად და ნათლად წარმოაჩინეს დავითის ღვაწლი, სიწმინდე და თავგანწირვა, მიიღეს მამულიშვილობის კარგი მაგალითი.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებლის კრეატიულობა.
„მადლობა მათ, ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო გაკვეთილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: