
ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებია აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა და ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში; ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით პროექტში და პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას.
ახლახან, ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მე-6 „გ“ კლასის მოსწავლეებმა, საგნის - „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში, პედაგოგ ელენე ყვავაძესთან ერთად მოამზადეს პროექტი „აფხაზეთი საქართველოა“.
კლასის დამრიგებელი გახლავთ ლალი გახოკიძე.
ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს საინტერესო პოსტერები საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის, აფხაზეთის შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია; ასევე წარმოადგინეს პრეზენტაცია აფხაზეთის ომზე, კულტურულ-ეთნოგრაფიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებზე.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელსა და მოსწავლეებს ამ საინტერესო აქტივობისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: