ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატებული ასპარეზობა მაგიდის ჩოგბურთის მუნიციპალურ პირველობაზე
21-02-2025

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხიდრის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას; ბავშვები, საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობის პარალელურად, ენთუზიაზმით მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის სპორტულ შეჯიბრებებში და ამის დასტური გახლავთ მუნიციპალური პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, ვაჟთა და გოგონათა შორის.

ადგილობრივ სპორტის ცენტრში ჩატარებულ ტურნირში ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა I-II საპრიზო ადგილები გადაინაწილეს.

„გილოცავთ ამ დიდ წარმატებას მარიამ, ხატია, მიშიკო, გიგა! ძალიან გამახარეთ, დიდი მიღწევაა პირველი და მეორე ადგილების მოპოვება. მჯერა კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევთ არა მარტო რაიონულ პირველობაზე, არამედ საქართველოს მასშტაბით“, - ასე გამოეხმაურა სკოლის დირექტორი, ეთერ პაპავა მოსწავლეთა წარმატებულ ასპარეზობას.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: ზვარის, მოლითის, მარელისის, ხიდრის, ლაშის,  დაბა ხარაგაულის N2 და N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები.  

საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

ვაჟებს შორის

მიშიკო კაციტაძე (ხიდრის საჯარო სკოლა);

გიგა ბერაძე (ხიდრის საჯარო სკოლა);

ნიკოლოზ ლაცაბიძე (N3 საჯარო სკოლა).

გოგონებს შორის

მარიამ ბერაძე (ხიდრის საჯარო სკოლა);

ხატია ბერაძე (ხიდრის საჯარო სკოლა);

თამარ ლიპარტია (N2 საჯარო სკოლა).

გამარჯვებულები ორგანიზაციის მხრიდან სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...