ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი.
სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსელების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით - „დავით აღმაშენებელი“, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
მოსწავლეებმა სიამაყით აღნიშნეს მეფეთ მეფის როლი საქართველოს ისტორიაში, მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე, ხოტბა შეასხეს მის მოღვაწეობას და მისი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალებიც მოიძიეს.
ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა, მოსწავლეებმა მეფეთ-მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: