დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ 
21-02-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ, რაც მათ მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

ახლახან, IV კლასში თემა - Flags (დროშები) შეისწავლეს. მოსწავლეებმა პრეზენტაციით წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ერთმანეთს გაუზიარეს და შეაფასეს ნამუშევრები. მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა, დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი. 

VIა კლაში კი ახალი ლექსიკური ერთეულები შეისწავლეს ხალისით. პედაგოგმა მოსწავლეებს მეტად საინტერესო აქტივობა შესთავაზა, რომელიც შემდგომში მდგომარეობდა. 

მხოლოდ ტუჩების ჟესტიკულაციით, წყვილში მდგარი ერთ-ერთი მოსწავლე მეორეს კარნახობს სრულიად უცხო სიტყვას, რომელიც მას არ ესმის. დავალების არი კი ის არის რომ, მეორემ გამოიცნოს სიტყვა.

 მოსწავლეებმა შეძლეს უცხო სიტყვების წარმოთქმა და გამოცნობა და დრო მეტად სახალისოდ და ამავე დროს ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...