ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა დიდ მეფეს – დავით IV აღმაშენებელს
21-02-2025

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის კვირეულის ფარგლებში გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა დიდ მეფეს – დავით IV აღმაშენებელს.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოგვიდგინეს ნამუშევრები დავით აღმაშენებლის ცხოვრების, სამხედრო წარმატებებისა და მისი ეპოქის კულტურული მიღწევების ამსახველი სიუჟეტებით. თითოეული ნამუშევარი გამოხატავდა მოსწავლეთა შთაგონებასა და ისტორიასთან ღრმა კავშირს.

ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენის, არამედ ისტორიული ცნობიერების გაღრმავების თვალსაზრისით. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეროვნული თვითმყოფადობის, პატრიოტიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაფასების განვითარებას.

მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, პედაგოგს, ორგანიზატორებს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203