დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა თირკმლის დაავადებების გამომწვევ მიზეზებსა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
21-02-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობების თანხლებით მიმდინარეობს. კვალიფიციური პედაგოგების დამსახურებით მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი, საინტერესო და შემოქმედებითია.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საინტერესო აქტივობა ამჯერად მეთერთმეტე კლასში ჩატარდა. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ფარგლებში პედაგოგ გულიკო ელოშვილის ხელმძღვანელობით მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს პრეზენტაცია დიალიზის შესახებ. იმსჯელეს თირკმლის დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობის მეთოდებსა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას. იხილეთ ფოტოები:

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203