საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ეკო კლუბი „მწვანე მომავალი“ დაარსეს
21-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. კვალიფიციურ პედაგოგთა ინიციატივით კი არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება გიმნაზიაში, რომელიც მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდას ისახავს მიზნად. 

მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა ეკო კლუბი „მწვანე მომავალი“ დააარსეს. დამფუძნებლებმა კლუბისთვის შექმნეს სპეციალური ლოგო.პირველ შეხვედრაზე კი განიზილეს ეკო კლუბის მიზნები და სამუშაო გეგმა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კლუბის ფარგლებში შეძლებენ ეკოლოგიურ საკითხებზე ცნობიერის ამაღლებას, უფრო კარგად გაიგებენ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს მოფრთხილება. ცნობიერებისა და თვალსაწიერის გაფართოება კი ხელს შეუწყობს რომ ისინი გაიზარდონ პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები, რომლებიც უფრთხილდებიან იცავენ და ზრუნავენ გარემოზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203