ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები „გააცოცხლეს“
21-02-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა იმართება. 

17 თებერვალს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნ.ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, ხალისით ჩაერთნენ პროექტში - „გაცოცხლებული სურათები“. 

პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა სტილისა და ეპოქის მხატვრის ნამუშევრების გაცნობას, პერსონაჟის ხასიათის წვდომასა და წარმოჩენას.

მოსწავლეებმა პროექტზე ხალისით იმუშავეს და ცნობილი მხატვრების ნამუშევრები „გააცოცხლეს“. 

„ვფიქრობ, ჩემი პატარებისთვის დაუვიწყარი და შემოქმედებითი იყო პროექტში მონაწილეობა.ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა კრეატიულობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203