
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მუსიკის გაკვეთილები გაჯარებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. მუსიკა მოსწავლეთა ერთ-ერთი საყვარელი საგანია.
მუსიკის პედაგოგი ია ხურცილავა სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.
მე-6 კლასში ჩატარებული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჯგუფებში განიხილეს კინომუსიკის ისტორია და მისი გავლენა კინემატოგრაფიაზე.
პროექტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ძმები ლუმიერების ღვაწლზე, რომლებიც ახორციელებდნენ მნიშვნელოვან ინოვაციებს. მათ მიერ შექმნილი „მუნჯი ფილმები“ ნიშანდობლივი იყო მუსიკის გარეშე, მაგრამ მუსიკა მალე იქცა ფილმების მნიშვნელოვან ნაწილად, რომელიც ემოციური ატმოსფეროს შექმნასა და მაყურებლის ემოციების გავლენას ემსახურებოდა.
პროექტის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ქართული კინომუსიკა, მისი სახეები და ყველაზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქართული კინოს განვითარებაში.
განსაკუთრებით აღინიშნა ქართველი კომპოზიტორების, გია ყანჩელისა და ჯანსუღ კახიძის მოღვაწეობა, პროექტის ბოლოს შესრულდა მათი ნაწარმოებები.
შთამბეჭდავია, მე-2 კლასის მოსწავლეთა მუსიკის გაკვეთილი, რომელიც თოჯინების დამზადებას მოიცავდა.
ადრე, ჩვენი წინაპრები ხევსურეთში ცუდი ამინდის დროს მღეროდნენ სიმღერას „ახ, ლაზარე, ლაზარე“. მათ სჯეროდათ, რომ სიმღერის დახმარებით მალე გამოიდარებდა. ბავშვები კი თავად ამზადებდნენ - „თოჯინა ლაზარეს“. პედაგოგ ია ხურცილავას დახმარებით ძველი ტრადიცია მე-2 კლასელებმა გააცოცხლეს. პატარებმა შექმნეს თოჯინა „ლაზარე“ და შეასრულეს სიმღერა.
იხილეთ ფოტოები: