
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
შესაბამისად, წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას სლოგანით - სლოგანი - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ.
მე-2 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას და მოისმინეს თანატოლის მიერ წაკითხული - „თოვლის დედოფალი“. მოისმინეს ჯანი როდარის „ნაყინის სახლი“ და „მოგზაური მაიმუნები“.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა კი თანატოლებს წაუკითხეს თავიანთი საყვარელი წიგნიდან საინტერესო ეპიზოდები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ფოტოები: