ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ესთეტიკური ხედვის, მხატვრული უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში უფროს და უმცროსკლასელთა ნახატების გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოფინეს და სათაურიც თავად შეარჩიეს - „მარჯვე ხელები“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გამოფენამ პოზიტიურ გარემოში, ურთიერთსიყვარულით და ხალისით ჩაიარა.
გამოფენამ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: