
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, შემოქმედებითი ნიჭისა განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღე აღინიშნა. წელს მწერილსა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 156 წელი გავიდა. ამავე დღეს მოეწყო წიგნის ჩუქების დღე.
კატნატუს საჯარო სკოლაში ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება მე-6 კლასელების მონაწილეობით.
მოსწავლეებმა იუსაბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას, შეასრულეს საცეკვაო ნომრები და გააცოცხლეს „ძაღლი და კატას“ პერსონაჟები.
ბავშვებმა წიგნის ჩუქების ტრადიციაც გააგრძელეს. მოსწავლეებმა სკოლას ჰოვანეს თუმანიანის „ზღაპრები“ უსახსოვრეს.
ღონისძიებას მასწავლებელი ნარინე ბდოიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო