ჭიათურის N1 სკოლაში დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
21-02-2025

ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას ხარისხიანად და სიღრმისეულად სწავლობენ, ამ მიზნით კი პედაგოგები მათ არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. IX-X კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის - ნანა მიროტაძის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს საკლასო ღონისძიება და გამოეხმაურენ დავით აღმაშენებელის ხსენების დღეს. გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ეპოქა, ისაუბრეს მეფეთ-მეფის ცხოვრებაზე, მის ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე და ხოტბა შეასხეს მის მოღვაწეობას. სკოლაში მოსწავლეთა მონდომება და შრომისმოყვარეობა ახარებთ და აქტიურობისთვის მადლობას უხდიან. დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. იხილეთ ფოტოები:


გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ეპოქა, ისაუბრეს მეფეთ-მეფის ცხოვრებაზე, მის ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე და ხოტბა შეასხეს მის მოღვაწეობას. 

სკოლაში მოსწავლეთა მონდომება და შრომისმოყვარეობა ახარებთ და აქტიურობისთვის მადლობას უხდიან. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203