ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა ცოდნა ინტელექტუალური თამაშით შეაჯამეს
21-02-2025

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის აღსანიშნავია, პირველი სემესტრის მიწურულს VIII კლასში გამართული  ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“  

გუნდებმა პასუხები გასცეს საინტერესო კითხვებს სხვადასხვა საგნიდან, არც ლოგიკური კითხვები დაუტოვებით ყურადღების მიღმა.

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მოთამაშე კომპეტენტურმა ჟიურიმ (ინგა კოსტავა, მაკა ჯაველიძე მზია მეხუზლა) გამოავლინა. საუკეთესო მოთამაშედ სანდრო ლოდია დასახელდა, რომელსაც „ვერცხლის ბუ“ გადაეცა. 

ღონისძიებას ესწრებოდა დირექტორი თემურ მოქია. თამაშის ორგანიზატორი ანა მენაბდე გახლავთ, აქტიური მხარდამჭერი კი თეა კიკალიშვილი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...