წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შესაძლებლობების განვითარებასა ემსახურება.
ახლახან, სკოლაში ცნობილი სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღე აღინიშნა. წელს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 156 წელი გავიდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-2, მე-5, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. დარაქოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს. წაიკითხეს ლექსები, სიმღერები და ძალიან საინტერესო სასცენო წარმოდგენები გაითამაშეს.
აღნიშნეს, რომ თუმანიანის ენა და აზროვნება მარტივი და ხალხურია. მან ღრმად ასახა სომეხი ხალხის ფსიქოლოგია, აზრები და მისწრაფებები.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - სატენიკ სოღოიანმა და თამარა განდილიანმა.
19 თებერვალს ასევე აღინიშნება წიგნის ჩუქების დღე. ტრადიციას მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წიგნის კითხვის სიყვარული ადრეული ასაკიდანვე უნდა წახალისდეს. წიგნების ჩუქება კი ამ დღეს სკოლაში უკვე ტრადიციაა.
იხილეთ ფოტოები: