ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატების ხელოვნებას ეუფლებიან. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება.
ახლახან, სკოლის მოდებატეებში ინტელექტუალური ჭიდილი მოეწყო.
მოდებატეები ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ, მათ წინასწარ იცოდნენ სამივე რაუნდის რეზოლუციები, პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მასალების დამუშავებას და საინტერესო დებატიც გაიმართა.
სამივე რეზოლუცია დავით აღმაშენებელს ეხებოდა. თითოეული რაუნდის რეზოლუცია კონვერტებში იყო მოთავსებული და კენჭისყრით ასე განაწილდა:
1.დავით აღმაშენებელმა ბიზანტიური ტიტულების უარყოფით საქართველოს განვითარებას ხელი შეუშალა;
2.დავითმა სწორი არჩევანი გააკეთა ყივჩაღების ჩამოსახლებით;
3.შეცდომა იყო კლდეკარის საერისთავოს გაუქმება.
დებატები მეტად საინტერესოდ წარიმართა, მონაწილეებმა საკითხის ღრმა ცოდნა გამოავლინეს.
დებატების მომზადებაში და შემდგომ კი მსვლელობაში აქტიურად მონაწილეობდა ჟიურის წევრი - მარიამ ელიაშვილი, რომელმაც თამაში საუკეთესოდ გაანალიზა და შეაფასა.
„დიდი მადლობა ცირა ღვალაძეს, გუნდებს მოდერატორად რომ ჰყავდათ. მადლობა დირექციას მხარდაჭერისათვის. მადლობა თამუნა გიკაშვილსა და ლიზი ტურაშვილს, ორივე მათგანი საუკეთესო მოდებატეებად დასახელდნენ. მადლობა, ორივე გუნდის ყველა წევრს. განსაკუთრებული მადლობა „ბილიკს“ - მარი მღებრიშვილს, ლია გორელიშვილს, მადლობა, თქვენ დებატების ტრენინგები რომ გაატარეთ ჩვენს მოსწავლეებს. უღრმესი მადლობა, ლევან კურულაშვილს - თქვენ შეასწავლეთ ჩვენს ახალგაზრდებს დებატების „ანა-ბანა, მადლობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას “,-აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ახალი დებატები უახლოეს მომავალში იგეგმება.
იხილეთ ფოტოები: