
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მოსწავლეებმა „ხევისბერი გოჩას“ ინსცენირება დადგეს. სცენაზე ალექსანდრე ყაზბეგის გმირები გააცოცხლეს, როლები ოსტატურად მოირგეს და მაყურებელს დაუვიწყარი წარმოდგენა შესთავაზეს.
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“- ასე აფასებენ მოსწავლეთა შემოქმედებითობას სკოლაში და მადლობას უხიდან პედაგოგ ნათელა ფიცხელაურს ღონისძიებაში ჩადებული თავდაუზოგავი შრომისთვის.
იხილეთ ვიდეო: