ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეცნიერ ქალთა და  გოგონათა საერთაშორისო დღეს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
21-02-2025

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა და  გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ზაირა ტყაბლაძის ორგანიზებით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა ცნობილი ქალი მეცნიერების, მათი გამოგონებებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და კლასში წარადგინეს. მოწაფეებმა საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და  გოგონათა საერთაშორისო დღეა. 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონოთა საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა.

გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებს, ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203