„სამშობლოს აღმაშენებელი“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა 
20-02-2025

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. გაიმართა საგანამანთლებლო ღონისძიებათა კვირეული - დავით-მემკვიდრეობა და სიამაყე“, რომლის ფარგლებში 11 თებერვალს სააქტო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „სამშობლოს აღმაშენებელი“. 

კონფერენციის შინაარსი მოიცავდა შემდეგ თემატიკას:

  • დავითი, როგორც ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი; 
  • დავითი-რეფირმატორი (საუბარი შეეხება რეფორმებს,რომლებმაც შესაძლებლობა მისცა მეფეს ქვეყანა გაეერთიანებინა და კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში მოექცია.) 
  • დავითი-ქართული ჰიმნოგრაფია (,,გალობანი სინანულისანი", როგორც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლიგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულება.) 
  •  დავითი-მეორე ათონის დამაარსებელი; 
  •  დავითი-პიროვნული ღირსებები; 
  •  დავითი, როგორ დიპლომატი.

აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობდნენ Vlll-lX კლასის მოსწავლეები. კონფერენცია ატარებდა შიდასასკოლო ხასიათს. უკუკავშირის ფარგლებში, კონფერენციის შემდეგ გაიმართა მცირე გუნდური ვიქტორინა, რომლის მიზანი იყო მოკვლევა, თუ რამდენად კარგად გაიაზრეს მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის როლი საქართველოს ისტორიაში.

აღნიშნულ აქტივობაში ჩაერთო დირექციაც და გააჟღერა შეკითხვა აუდიტორიისათვის. შეკითხვამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და საინტერესო პასუხებიც დაფიქსირდა.

„მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას და მონაწილე მოსწავლეებს, რომლებმაც თავიანთი ცოდნით, შრომით და შემოქმედებით ეს კვირეული განსაკუთრებული გახადეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასკოლო საზოგადოებას კიდევ არაერთ შთამბეჭდავ ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203