„დავით მეფის ნაკვალევზე“ - ქუთაისის N7 სკოლის მოსწავლეები გელათის მონასტერს ღონისძიებით ესტუმრნენ
20-02-2025

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.

ახლახან, მე-4ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან (ნ. ზაქარაია) და მშობლებთან ერთად, გელათის მონასტერს ესტუმრნენ. პატარებმა ყვავილებით შეამკეს დავით მეფის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.   

პედაგოგის ჩატარებული მინი ლექციის შემდეგ, ბავშვებმა წარმოადგინეს ღონისძიება - „დავით მეფის ნაკვალევზე“!   

პატარებმა ისაუბრეს  დავით მეფის ღვაწლსა და თავდადებაზე. გაიხსენეს ეპიზოდები, თუ როგორ უსწორდებოდა ძლევამოსილი მეფე რიცხობრივად მეტ მტერს. მოეფერენ და უმღერეს საქართველოს , აღნიშნეს,რომ ისინი სააკაძის, რუსთაველის, თამარის, ფიროსმანის სამშობლიდან არიან და არასოდეს დაივიწყებენ „ვისი გორისა არიან და საით მიდიან“...

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203