ქუთაისის N12 საჯარო სკოლის თვითმმართველობის მიერ შექმნილი ბლოგი კონკურსის ერთ-ერთ ნომინაციაში დაჯილდოვდა
20-02-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდმივად ორიენტირებულნი არიან წინსვლასა და განვითარებაზე, რაც უდავოდ, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებაა.

დღეს გიამბობთ სკოლის თვითმმართველობის შესახებ, რომლის წევრებიც წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში და ამჯერად ბლოგების კონკურსში, აქტიური ნაშრომის ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.

საკონკურსო თემატიკა კი გახლდათ „პანდემიის შემდეგი თაობა“; „ვულოცავთ ჩვენი სკოლის თვითმმართველობას მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ წარმატებებს!“, - ასე გამოეხმაურა ქუთაისის N12 საჯარო სკოლა თვითმმართველობის წევრების წარმატებას, მათ მიერ შექმნილი ბლოგი კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...