თბილისის N212 საჯარო სკოლის შევიდეკლასელებმა სხვადასხვა ქვეყნის დროშები საკუთარი ხელით შექმნეს
20-02-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის, თბილისის N212 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას; პედაგოგები მხოლოდ საგნობრივი ცოდნის ტრანზიციით არ შემოიფარგლებიან და ცდილობენ, მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო პროექტში ჩართულობით განიმტკიცონ.

ამჯერად გიამბობთ თბილისის N212 საჯარო სკოლაში ჩატარებული გეოგრაფიის გაკვეთილის შესახებ - მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა ლევანიშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ქვეყნის დროშები საკუთარი ხელით შექმნეს. 

აქტივობაში ჩართულობა ბავშვებისთვის სახალისო და რა თქმა უნდა, შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ ერთმანეთს შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს და იმაზეც იმსჯელეს, რომელი ქვეყნის დროშა მოსწონთ ყველაზე მეტად, თუმცა საბოლოოდ ერთხმად განაცხადეს, რომ სამშობლოს დროშას ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203