
ნოდარ დუმბაძის სახელობის, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავდაუზოგავად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე - მრავალფეროვანი გაკვეთილები კი ამის საფუძველს უდავოდ ქმნის.
გარდა ამისა, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში და მათ შორის აღსანიშნავია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარებული აქტივობა ბუნებისმეტყველებაში.
პედაგოგ ნატალია თავართქილაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ლეპბუქები - ეს გახლავთ საგანმანათლებლო რესურსი,მცირე საქაღალდე რომელიც შეიცავს საინტერესო ინფორმაციას წელიწადის დროების შესახებ.
„მშობელთა დახმარებით, ბუნებისმეტყველებაში შევქმენით ლეპბუქები - საოცარი წიგნები, რომლებიც სავსეა საიდუმლოებებით - თემაზე „წელიწადის დროები“. ჩვენ ვსწავლობთ საკუთარი აზრების ჩამოყალიბებას“, - ასე შეაფასა თავად პედაგოგმა ნატალიამ თავართქილაძემ საგაკვეთილო აქტივობა.