გაიცანით თამუნა ანთაძე ავრანლოს საჯარო სკოლიდან, რომელიც სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა
20-02-2025

წალკის მუნიციპალიტეტის, ავრანლოს საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცოდნასთან ერთად, ცხოვრების ყველა ეტაპზე აუცილებლად გამოადგებათ.

განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ ეს შრომა უკვალოდ არ იკარგება და ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად გვინდა გაგაცნოთ თამუნა ანთაძე, რომელიც ქიმიაში, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა.

თამუნას წარმატებას გამოეხმაურა ავრანლოს სასკოლო საზოგადოება, დირექტორმა, მიხეილ ჯაყელმა კი განაცხადა, რომ ამაყობს „ოქროს გოგოს“ მიღწევებით:

„ჩვენი სოფლის (წალკა, სოფელი ავრანლო), ჩვენი სკოლის (სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლა),  ჩვენი მუნიციპალიტეტის (წალკა), ჩვენი რეგიონის (ქვემო ქართლი), ჩვენი ქვეყნის - საქართველოს დიდი მომავალი, თამუნა ანთაძე ქიმიაში  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა.

გვეამაყები და ძალიან, ძალიან გვიყვარხარ, ჩვენო ოქროს გოგო! 

მშვიდობას, ტკბილ მომავალს, ჯანმრთელობას, დიდ წარმატებას, ერთიან საქართველოში აზრიან და დიდხანს ცხოვრებას გისურვებთ!“, - ასე მიულოცა ბატონმა მიხეილ ჯაყელმა მოსწავლეს საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...