თბილისის N74 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა
20-02-2025

თბილისის N74 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მაქსიმალურად უწყობენ ხელს და აის დასტურია ის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სკოლაში ხშირად ტარდება და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ახლახან თბილისის N74 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა - ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი, რომლის იდეისა და პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: სკოლის დირექტორი, ქალბატონი ეკა ჩუბუნიძე და დირექტორის მოადგილე  - ქალბატონი ლია გეგია.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს II,III,IV,V,VI კლასების მოსწავლეებმა, გამარჯვებულებს კი გადაეცათ სიგელები.

„გარდა ამისა, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა პროექტი „წიგნების თარო“ - სადაც მოსწავლეებმა კონკურსგარეშე მიიღეს მონაწილეობა მხატვრულ კითხვაში. საოცარი ნიჭი და არტისტიზმი გამოავლინეს მოსწავლეებმა: I „ბ“ კლასის მოსწავლემ, ბარბარე მოდებაძემ - დამრიგებელი ლია გეგია და II „ბ“ კლასის მოსწავლემ, ელენე ლურსმანაშვილმა - დამრიგებელი ქეთევან ხარატი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...