მეცნიერ ქალთა და გოგონათა მსოფლიო დღეს ვანის N2 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
20-02-2025

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, ვანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში - მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში და თანატოლებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებენ.

ახლახან აღინიშნა მეცნიერ ქალთა და  გოგონათა საერთაშორისო დღე, რომელსაც ვანის N2 საჯარო სკოლაც შეუერთდა.

პედაგოგ, ია არაბიძესთან ერთდ, მე-7 „ბ“ კლასმა აღნიშნულ თარიღს საინტერესო, მრავლისმომცველი, ინფორმაციული პრეზენტაცია მიუძღვნა  - მოსწავლეებმა  საკუთარი ხელით შექმნილი თემატური ვიდეორგოლოთ, ასევე პოსტერებით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ ქალებმა მამაკაცებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში.

იხილეთ ვიდეორგოლი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203