„მათემატიკური ბიქილა“ - ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში მხიარული შეჯიბრება ჩატარდა
20-02-2025

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. მოწაფეები საგანს დიდი შემართებით სწავლობენ. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა მხიარული შეჯიბრება - „მათემატიკური ბიქილა“.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები. 

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი სახის აქტივობები ემსახურება მათემატიკის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203