მოხისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშნებლის ღვაწლის გასახსენებლად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა 
20-02-2025

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რამდენიმე ღონისძიება მოამზადეს კეთილმსახური მეფის ღვაწლის გასახსენებლად. მე-8-მე-9 კლასებს შორის ვიქტორინა ჩატარდა. მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი კონფერენცია გამართეს.

„მესიის მახვილი“ 900 წლის წინ შეუერთდა ზეციურ საქართველოს. დიდი მეფე, რომელიც ბავშვობაში ჩვენს მეზობელ სოფელში იზრდებოდა, მამაცაშვილებში. მათთან ისწავლიდა უფლისა და სამშობლოს სიყვარულს და როდესაც ქვეყნის მართვა დაიწყო, ამ სოფელში მოიწვია საეკლესიო კრებაუღირსებისაგან გაიწმინდა დედა-ეკლესია, იქ მიღებული დადგენილებები „ძეგლისწერაში“ გააერთიანა ქართველების სულიერი გაძლიერებით ხორციელ მტრებზე გამარჯვებების სერია დაიწყო და მივიღეთ „ძლევაი საკვირველი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხოტბას ასხამენ მეფეთ-მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. 

„მადლობა მოსწავლეებს, მადლობა დირექციას, მადლობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას, ყველა მასწავლებელს დახმარებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...