
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი ღონისძიება იმართება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დავითობისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის შესახებ. მიმოიხილეს ძლევამოსილი მეფის ბიოგრაფია და საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება.
იხილეთ ფოტოები: