მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის საამაყო მოსწავლემ, ელენე ჭეიშვილმა ოქროს დიპლომი მოიპოვა izrune.ge - ს იანვრის შემაჯამებელ ტესტში
20-02-2025

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ელენე ჭეიშვილი izrune.ge -ს მამოტივირებელ, საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებს. 

ამჯერად, ელენე ჭეიშვილი, იანვრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის, ოქროს დიპლომი დაიმსახურა და სერტიფიკატი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203