ჭიათურის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვისა და დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა
20-02-2025

ჭიათურის N1 საჯარო სკოლა მრავალფეროვანი აქტივობების ჩატარებით გამოირჩევა. პედაგოგთა ინიციატივითა და მოსწავლეთა მონდომებით არაერთი მნიშვნელოვანი დღე აღინიშნება.

ამჯერად სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვისა და დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. 

„წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის დასკვნით დღეს, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, (დამრიგებელი ნანა მეგრელიშვილი) დავით აღმაშენებლის ხსოვნას მიაგეს პატივი, რამეთუ 8 თებერვალი სწორედ ამ სწორუპოვარი მეფის ხსენების დღეა. პატარებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები ამ დიდებული მეფის შესახებ წაკითხული ისტორიებიდან, წაიკითხეს  მისადმი მიძღვნილი ლექსები“, - აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში,

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203