გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში მეცხრე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს
20-02-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში პედაგოგთა ინიციატივით არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება, რომელიც მიზნად მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას ისახავს.

ამჯერად დვაბზუს საჯარო სკოლაში ღონისძიება დავით აღმაშენებლის დღის აღსანიშნავად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ლალი ბასილაიშვილი ხელმძღვანელობით ჩატარდა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მეცხრე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ფაქტებით და მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებით სავსე ღონისძიება წარმოადგინეს.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...