გავაზის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა
20-02-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა მოიცვა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაკა ჯეირანიშვილისა და VIIინიციატივით ჩატარდა. წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში ეტაპობრივად ჩაერთნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ექიმი, მანდატურები და დირექციის წევრები. მათ პატარებს წაუკითხეს საბავშვო წიგნები ,,პატარა პრინცი“ და ნაწყვეტები ,,ტომ სოიერის თავგადასავლიდან“. შემდგომ კი წაკითხული წიგნების შესახებ ისაუბრეს. 

სკოლის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ წევრს დასამახსოვრებელი და საინტერესო აქტივობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203