სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლის - ლია სუთიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩართულნი არიან eTwinning პროექტში - Youth for a better future („ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის“).
18 თებერვალს, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც პრეზენტაცია თემაზე „Youth and Democracy: Builders of the Future“ (ახალგაზრდები და დემოკრატია: მომავლის მშენებლები), წარადგინა ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო მაზიაშვილმა. მოსწავლე კონფერენციაზე წარმატებით წარდგა, რისთვისაც მას სკოლაში მადლობას უხდიან.
„მან დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. ასევე, დიდი მადლობა პროექტის ფაუნდერს ხათუნი ასანიძეს ამ შესაძლებლობისთვის. პროექტში ჩართულ ყველა სკოლას, ევროპული ხარისხის ნიშნის მოპოვებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: