მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობენ
20-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ევროპული საზოგადოება - eTwinning-ის ფარგლებში საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას სთავაზობს.

სკოლა eTwinning-ის პროექტში პირველი სემესტრიდან ჩაერთო. სკოლა სომხურენოვანია და პირველ სემესტრში ძირითადად რეგისტრაციისა და ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე იმუშავა. მეორე სემესტრიდან კი აქტიური მუშაობა დაიწყო.

პროექტში მონაწილეობს 6 ქვეყანა: საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი და ბულგარეთი. ეს არის საერთაშორისო პროექტი თემაზე - „მთავარი დეტალები წარსულის შესანიშნავი ჭრილები და სილუეტებია — გაიცანი და გაგვაცანი შენი ქვეყანა“. 

პროექტის ფარგლებში გაიმართა ონლაინ შეხვედრა Zoom-ის პლატფორმაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნის ტრადიციების, ისტორიისა და სამზარეულოს შესახებ.

სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ფედია ხედოიანმა და ლილია ხედოიანმა, წარმატებით წარადგინეს საქართველო: ფედიამ — „ლეგენდა საქართველოზე“, ხოლო ლილიამ — „ჩურჩხელა და თათარა“.

პროექტში სამუშაო ენა ინგლისურია. მაჭატიის სკოლაში პროექტს კურირებენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილი და ინგლისური ენის მასწავლებელი ანიჩკა ერემიანი. მთლიანად პროექტი ხორციელდება არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, რომელსაც ქალბტონი იამზე მსხვილიძე ხელმძღვანელობს.

საქართველოს მასშტაბით პროექტში ჩართულია კიდევ 5 სკოლა — ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. პროექტი გრძელდება საინტერესო აქტივობებით და მოსწავლეებს მრავალფეროვან საერთაშორისო გამოცდილებას სთავაზობს.

„წარმატებას ვუსურვოთ ყველა მონაწილეს და მადლობა გადავუხადოთ მასწავლებლებსა და ორგანიზატორებს მათი დაუღალავი შრომისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...