თბილისის N39 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო და სახალისო ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო პროცესი
20-02-2025

თბილისის N39 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.

პედაგოგები პატარების მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ სახალისო აქტივობებითა თუ საზეუმო ღონისძიებებით ანებივრებენ. 

პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი ზარ-ზეიმით დაიწყეს. პედაგოგმა ბავშვებს პირველი ნაბიჯები წიგნიერების სამყაროში დღესასწაულად უქცია და ისინი არაერთ აქტივობაში ჩართო და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა. მოტივირებული პირველკლასელები დიდი შემართებით გაეცნენ პირველ ასო-ბგერებს. ამ დღის შემართება მათ დღემდე მოჰყვებათ, პედაგოგი კი მათ მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით ყოველთვის ახალისებს.

შთამბეჭდავია მოსწავლეთა საშემოდგომო ღონისძიება „ხეხილის გაბაასება“. პატარებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ლექსებითა და სიღერებით შეასხეს ხოტბა და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203