ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები;
ჩატარდა კონფერენცია სახლწლოდებით - „დავითობა - 2025,“ სადაც მოსწავლეებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს დავით აღმაშენებლის გატარებულ რეფორმებსა და ეპოქის აქტუალურ საკითხებზე;
მოეწყო დოკუმენტური ფილმის - „დავით IV - აღმაშენებელი“ ჩვენება;
ჩატარდა ვიქტორინა დავით აღმაშენებლის მეფობისა და მისი განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ საქართველოს ისტორიაში (მასწავლებელი სუსანა გოლიაძე).
ღონისძიებები მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა მეფეთ-მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
იხილეთ ფოტოები: