ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიკო სიამაშვილი და თეკლა სოსელია სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტები არიან 
20-02-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ვაკიჯვრის საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა - მარიკო სიამაშვილმა და თეკლა სოსელიამ 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გაიმარჯვეს და მესამე დასკვნით ტურში გადავიდნენ.

მარიკო სიამაშვილი XIl კლასის მოსწავლეა და ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში იასპარეზა წარმატებით, მისი პედაგოგი კი თემურ მოქია გახლავთ. 

თეკლა სოსელია  Xl კლასში სწავლობს და ინგლისური ენის ოლიმპიადაში მოიპოვა წარმატება, მისი პედაგოგი ინგა ბურჭულაძეა. 

აღსანიშნავია, რომ მე-3 ტურში გადავიდნენ ის მოსწავლეები, რომელებმაც დააგროვეს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდნენ შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...