
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები კინოხელოვნების თვასლაჩინო ნიმუშებს აქტიურად ეცნობიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს კინოკლუბი, რომლის წევრებიც აქტიურად აგრძელებენ კინოჩვენებების მოწყობას.
ამჯერად, მოსწავლეებმა ერთად უყურეს ისტორიულ ფილმს - „გიორგი სააკაძეს“.
ფილმი მოგვითხრობს ქართველი მოურავის თავგანწირვასა და სამშობლოს სიყვარულზე, რომელმაც შვილი შესწირა თავის ქვეყანას. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია საქართველოს ისტორიაში.
„კინოკლუბი არა მხოლოდ ფილმების ყურებისა და გართობის, არამედ აზრის გაცვლის, ისტორიული პერსპექტივების შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების შესანიშნავი სივრცეა!“,- გევუბნება კინოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი მაყვალა საგინაძე და კინოხელოვნების დახმარებით მოსწავლეთა თვასლაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავს.