ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის საიუბილეო თარიღს ღონისძიება მიეძღვნა
21-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. 

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ღონისძიება, რომელიც სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის 156 წლის იუბილეს მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა ცნობილი სომეხი მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები. 

სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჰოვანეს თუმანიანი 1869 წლის 19 თებერვალს დაიბადა. უკვე რამდენიმე წელია, რაც 19 თებერვალს წიგნის ჩუქების დღეც აღინიშნება. ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არ ჩამორჩნენ ტრადიციას და წიგნები აჩუქეს არა ერთმანეთს, არამედ სკოლის ბიბლიოთეკას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203