ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის მუსიკალური ვიქტორინა მოეწყო
20-02-2025

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. იმართება არაერთი ღონისძიება ღონისძიება, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო შემართებაზე აისახება. 

მათ შორის, აღსანიშნავია, 1-ელ კლასში ჩატარებული მუსიკალური ვიქტორინა - „ახალწლობა-2025“.

ღონისძიების მიზანი იყო შესწავლილი მასალის შეჯამება, საახალწლო განწყობის შექმნა.

მოსწავლეები გადანაწილდნენ გუნდებად - „მხიარული ნოტები“, „ვიოლინოს გასაღები“ და „ბანის გასაღები“ და ერთმანეთს შეეჯიბრენ სხვადასხვა ნომინაციაში.

პირველკლასელებმა ძალიან იყოჩაღეს და ჟიურის წევრების (ირმა კვაჭანტირაძე, ბარბარე ტუღუში, მაია სურგულაძე) მაქსიმალური შეფასებაც დაიმსახურეს. ვიქტორინა მშობლების ჩართულობით წარიმართა. დასასრულს, ჟიურის თავმჯდომარემ სკოლის დირექტორმა - თემურ მოქიამ, პირველკლასელებს დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და ბათუმში ექსკურსია დაუფინანსა.

მოსწავლეთა მუსიკის მასწავლებელი: ხათუნა ბაჯელიძე გახლავთ, დამრიგებელი კი ეკა დარჩია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...