ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო რუსულენოვან პროექტში წარმატებით მონაწილეობენ
20-06-2018
თბილისის, ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები უკვე მეორე წელია საერთაშორისო რუსულენოვან პროექტში - Капсула добра წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შემეცნებით-შემოქმედებითი პროექტის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივება, მშობლიური ქვეყნის ტრადიციების დაფასება და პროექტში წარდგენილი ზღაპრებისა და სპექტაკლების საშუალებით სხვა ქვეყნების ტრადიციებს გაცნობა.
წელს საქართველო Капсула добра- ში სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7ა კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს.
სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაციები ჩაატარეს, ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით რუსულენოვანი სპექტაკლი დადგეს, გადაიღეს ვიდეორგოლი მისალმებით და პროექტში ჩართული ქვეყნების სკოლებს შორის შემდგარ ტელე-ხიდში მონაწილეობდნენ.
პროექტს რუსული ენის პედაგოგი თეა აქიაშვილი ხელმძღვანელობდა.
პროექტის ბოლოს მე-7ა კლასის მოსწავლეებს გადაეცათ პროექტის ორგანიზატორების მიერ გამოგზავნილი მადლობის სიგელები და წიგნი, რომელშიც სკოლების მიერ წარდგენილი ზღაპრები დაიბეჭდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს