
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით სარგებლობს.
ამჯერად, მორიგ საინტერესო პროექტზე VIა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. VIა კლასის მოსწავლეებმა (კლ.ხელ-ლი: მზია ბლუაშვილი) პროექტის - „ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება“ ფარგლებში მოიძიეს ინფორმაცია, შექმნეს თემატური პოსტერი და ნახატები, მოამზადეს პრეზენტაცია PowerPoint-ის გამოყენებით და წარადგინეს იგი კლასის წინაშე.
პროექტის დასასრულს განხორციელდა თვითშეფასება.
„ხელოვნება ჩვენი ძალაა, მეგობრობა – ჩვენი სუპერძალა, მასწავლებელი – ჩვენი შთაგონება! VIა კლასი – კი მერვე საოცრება, რომელიც ახალ პროექტს გეგმავს!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მადლობას უხდიან მათ აქტიურობისთვის.
იხილეთ ფოტოები: