ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პირველ კლასში წიგნის ჩუქების დღე მოეწყო
20-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებით კლასებიდან შთააგონებენ და მათი წიგნისრების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პირველკლასელები პედაგოგ შუშან კუკურტჩიანის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ. პირველ კლასში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც წიგნის ჩუქების დღეს მიეძღვნა. 

პედაგოგი მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

„წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარი და თანამგზავრია მთელი ცხოვრების მანძილზე, წიგნს უდიდესი ძალა აქვს“,- მასწავლებლის სწორედ ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას ლაიტმოტივად.

ღონისძიების ბოლოს მასწავლებელმა და მოსწავლეებს საჩუქრად მცირე ზომის წიგნები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...