ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
20-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“. 

სპორტული ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ღონისძიებას მასწავლებლები - ოფელია კარაპეტიანი და სევალ აროიანი ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203